ცნობილი მეიქ აფ არტისტი ეკა ჩანჩიბაძე (ჩანჩიკა) სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი, ოდრი ჰეფბერნია გამოსახული, ხოლო მის გვერდით, დაახლოებით იმავე ტიპის კაბითა და თავსაბურავით გადაღებულია ქართველი მსახიობი, თაკო ტაბატაძე.
ჩანჩიკა წერს:
„ამ ფოტოში მეც ვერ ვარჩევ ხოლმე, რომელია თაკო ტაბატაძე და რომელი – ოდრი ჰეფბერნი. თქვენ თუ მიხვდებით ერთი შეხედვით?“
ფოტოსესია, სადაც თაკო ტაბატაძე მონაწილეობდა და ოდრი ჰეფბერნის როლი მოირგო, ერთ-ერთი ქართული ჟურნალისთვის რამდენიმე წლის წინ გადაიღეს. ფოტოს ავტორი აკო ხარისთვალაშვილია. რაც შეეხება ჰეფბერნის ფოტოს, ის ინტერნეტიდანაა და მსახიობის ქორწილის დღესაა გადაღებული.
თაკო ტაბატაძე: „მე და გია ბაღაშვილი უკვე მესამე წელია, რაც გაშორებულები ვართ და ცოლ-ქმარი აღარ ვართ”