LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ფოტოთი ეს ბავშვი ჩემს შვილს არ ჰგავს, ვეხვეწები ყველას, მხოლოდ ჩემს პოსტს დაეყრდნონ“ – რას ამბობს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე ბათუმში დაკარგული 14 წლის მოზარდის დედა

11718
ნათია დიაკვნიშვილი

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში, „ფეისბუკის“ ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 14 წლის ალექსანდრე მიქელაძე, რომელიც 16 იანვარს, ღამის 22:00 საათიდან ბათუმში გაუჩინარდა და უკვე 16 დღეა სამართალდამცველები და სამაშველო სამსახურები ეძებენ, თბილისში, სადგურის მოედნის ტერიტორიაზე შენიშნეს.

„მივმართავ საზოგადოებას, არავის დაუჯერონ, დაუჯერონ მხოლოდ ჩემ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას… ჩემი შვილი როგორც კი გამოჩნდება, ორ სიტყვას მაინც დავწერ“ – ბათუმში დაკარგული 14 წლის მოზარდის დედა

„ფორტუნა“ დაუკავშირდა ალექსანდრე მიქელაძის დედას, ნათია დიაკვნიშვილს, რომელიც ჩვენთან საუბარში მოქალაქეებს მიმართავს და სთხოვს, მხოლოდ მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაეყრდნონ:

„ჩემს შვილს რომ ვნახავ, პირველი მე დავწერ. ძალიან ვთხოვ ყველას, ჩემს პოსტს დაეყრდნონ და ჩემ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაელოდონ.

გავრცელებულ ფოტოებში – ზურგით მდგომი ბავშვის ფოტო რომ არის, ის არ ჰგავს ჩემს შვილს, თუმცა გადავამოწმებინებ, გადავეცი [შესაბამის სამსახურს] სხვა რაკურსითაც რომ შევხედო და დავინახო. ზურგის ფოტოს ვერ ვეყრდნობი… თუმცა, მე და მამამისმაც რომ ვნახეთ, ამ ფოტოთი ეს ბავშვი ჩემს შვილს არ ჰგავს. ველოდებით ვიდეოკადრების სხვა რაკურსით ნახვას.

ყველას ვეხვეწები, ჩემს ინფორმაციას დაეყრდენით, მე რომ ჩემი შვილი ვნახო – ქვეყანა ელოდება, ორ სიტყვას როგორ დავამადლი ადამიანებს…

არასწორად ეწერა- არ არის გამორიცხული, გონება ჰქონდეს არეულიო. აბსოლუტურად საღი აზროვნების შვილი მყავს, შეიძლება იყოს დაბნეული, მაგრამ გონებაარეული ნამდვილად არ არის“, – უთხრა ნათია დიაკვნიშვილმა „ფორტუნას“.

ცნობისათვის, ალექსანდრე მიქელაძეს 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა. მოზარდს ამ დრომდე ეძებენ – ძებნის ოპერაციაში ჩართულია პოლიცია და სამაშველო სამსახურები. მოზარდის ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ალექსანდრეს გაუჩინარებიდან მალევე, მისი პირადი ნივთები და ტელეფონი ბათუმის ზღვის სანაპიროზე იპოვეს.

„ჩემი ინტუიციაც მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ვთქვა – ბავშვი ცოცხალია, რაღაცას გაექცა… არის რამდენიმე საყურადღებო ვერსია“ – რას ამბობს ბათუმში დაკარგული 14 წლის ალექსანდრე მიქელაძის ოჯახის ადვოკატი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g