LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ განცხადებიდან რისი დადასტურებაც ნამდვილად შეგვიძლია არის ის, რომ..“ – ლომჯარიას პირველი კომენტარი გოგაშვილის მორიგ წერილზე

65
--2022-08-12_12-22-37_604456

სახალხო დამცველი უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ  ციხიდან გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომელიც სოსო გოგაშვილმა ხელისუფლების მხრიდან ოპონენტებზე მოსმენების შესახებ გააკეთა.

“უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მოადგილის ამ განცხადებიდან რისი დადასტურებაც ნამდვილად შეგვიძლია არის ის, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ოტო-ს შემოწმების უფლება მხოლოდ წინასწარი ინფორმირების საფუძველზე შეუძლია, დაუგეგმავად ის ვერ შედის შემოწმების განსახორციელებლად, რაზედაც სახელმწიფო ინსპექტორის საუბრობდა 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშში, რომელსაც პარლამენტმა არც კი მოუსმინა”, – წერს ნინო ლომჯარია.

გოგაშვილი: სახელმწიფოს ერთდროულად შეუძლია, დაახლოებით, 100 000 ადამიანის მოსმენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g