LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ განცხადების მიზანია, აქ მომსვლელი ადამიანები შეაშინონ, რომ წყალს დაასხამენ და ცრემლსადენ გაზს გამოიყენებენ – გოლეთიანი გომელაურს პასუხობს

78
ბარიკადებს მიღმა

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელი, ვარლამ გოლეთიანი შინაგან საქმეთა  მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ამ განცხადების მიზანია, იქ მიმსვლელი ადამიანები შეაშინონ, რომ წყალს დაასხამენ და ცრემლსადენ გაზს გამოიყენებენ.

„რიონის ხეობის მცველის“ თქმით, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვეა, მოძრაობა უამრავ პროვოკაციულ ჯგუფს აჩერებს, რომ ხეობაში არ შეიჭრას, არ ჰქონდეს იმ შემთხვევებს ადგილი, რაზეც მინისტრი საუბრობს.

თუ პოლიციაზე ძალადობა მოხდება, კანონიერი უფლება აქვთ „სპრეი-გაზი“ და წყლის ჭავლი გამოიყენონ: შს მინისტრი რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებზე

„ჩვენ პრევენციას ვახდენთ, რომ სხვადასხვა პროვოკაციული, ძალადობისკენ ორიენტირებული ჯგუფი ხეობაში არ შეიჭრას, არ დააზიანონ, დაწვან და ასე შემდეგ. თითოეულ მათგანს ვესაუბრებით, ვუხსნით, რომ ეს ჩვენი მოძრაობისთვის დამაზიანებელია და მსგავსი მოქმედებები არ უნდა გააკეთონ.

ასევე, ხელისუფლებას ვაფრთხილებთ იმ ნაწილში, რომ თუ ჩვენ აღარ ვიქნებით, მათ შორის, ამ ხეობაში, მოსალოდნელობა და რისკი ამ შეჭრებისა იმატებს და იმ ჯგუფებს, რომელიც აქ პროვოკაციაზე მოდიან,  მაკონტროლებელი აღარ ეყოლება,“ – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მისივე თქმით, ეს იგივე ნარატივია, რაც სისხლის სამართლის საქმის აღძვრა გადაღუნულ ბარიკადაზე. როგორც მოძრაობის ლიდერმა აღნიშნა, ეს არის მთელი კასკადი იმ აბსურდული მოგონილი ბრალდებისა, რომელიც ემსახურება იმას, რომ ადამიანების ერთობა დაშალოს.

„ჩვენ პოლიციასთან შეხლა-შემოხლას ყოველ საღამოს ვხედავთ, დამოკიდებულებას – როგორ აგინებენ ჩვენს თანამებრძოლებს, როგორია მათი დამოკიდებულება თითოეული ჩვენგანის მიმართ,“ – დასძინა გოლეთიანმა.

magti 5g