“პარლამენტის არსებობის ისტორიაში არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ 4 მინისტრი მონაწილეობდეს ინტერპელაციაში ერთ დღეს. მიგვაჩნია, რომ ასეთი ფორმატი ემსახურება მხოლოდ ილუზიის შექმნას, რომ მთავრობა თითქოს ინარჩუნებს ანგარიშვალდებულებას პარლამენტის წინაშე და ჩვენ პარტია „საქართველოსთვის“ ამ ილუზიაში მონაწილეობას უბრალოდ არ მივიღებთ,”- განაცხადა პარტიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციით 4 მინისტრის ერთდროულად დაბარების შესახებ.
ევროკავშირი, უკრაინის ომი და რუსეთის სანქციები – დღეს პარლამენტში პრემიერსა და 3 მინისტრს მოუსმენენ
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ხელისუფლებამ არ უნდა გამოიყენოს პროცედურული შეზღუდვები მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის დროს და 4 მინისტრის ერთდროულად დაბარება მხოლოდ ილუზიის შექმნას ემსახურება, რომ მთავრობა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულებას ინარჩუნებს.
“პარლამენტის არსებობის ისტორიაში არასდროს ყოფილა შემთხვევა რომ 4 მინისტრი მონაწილეობდეს ინტერპელაციაში ერთ დღეს, მეტიც ყოფილა შემთხვევები, როცა საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, არაერთხელ დარღვეულა ქრონომეტრაჟი ინტერპელაციის და გაგრძელებულა 2 დღე, ამიტომ ამ ილუზიაში მონაწილეობას არ მივიღებთ”, -განაცხადა ლილუაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს პარლამენტში მინისტრებს ელოდებიან.
ინტერპელაციის წესით, დეპუტატების შეკითხვებს უნდა უპასუხონ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
დეპუტატებს აინტერესებთ, რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება იმისათვის, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციას არ შეექმნას პრობლემები, რას აკეთებენ კონკრეტული უწყებები, რათა რუსეთმა ვერ შეძლოს საქართველოს გავლით სანქციებისთვის გვერდის ავლა. ასევე, კითხვები შეეხება ციხეებში არსებულ ვითარებასა და ინფლაციის ფონზე ეკონომიკაში არსებულ გამოწვევებს.