LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ხელისუფლების პირობებში მე არც ერთ სახელმწიფო ღონისძიებაზე არ ვიმღერებ“ – ნოდიკო ტატიშვილი

216
Capture

„ნაძვის ხე გინდა აანთონ და გინდა ჩააქრონ, მთავარია ის მუხტი, რომელიც სრულიად საქართველოშია და ყველას გვაერთიანებს“, – ამის შესახებ მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყანა, საქართველოა, რომლის სახელმწიფოებრიობასაც საძირკველი შეერყა

„დღეს ჩამოშლილია ყველაფერი, რაც სახელმწიფოს სახელმწიფოდ აქცევს. ყველანი აქ ვდგავარ მყარად, გვაქვს ლეგიტიმური მოთხოვნა. ჩემთვის ნამდვილად არ არის პრიორიტეტი ნაძვის ხე აინთება თუ ჩაქრება. რაც შეეხება ჩემ დამოკიდებულებას, ხელისუფლების პირობებში არცერთ სახელმწიფო ღონისძიებაზე არ ვიმღერებ არასოდეს“, – განაცხადა ნოდიკო ტატიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g