LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ კვირაში ე.წ. კონკიას ასპექტი იხსნება, ეს ეპოქალური მოვლენაა, ახლა კოსმოსი კიდევ ერთხელ გაძლევთ შანსს” – სოფია ბზეკალავა

467
sofia-bzekalava_w_h

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს “მთავარი არხის” ეთერში მიმოიხილავს.

“მიმდინარე კვირის მანძილზე შეიძლება იყოს ემოციური დღეები, ბუნდოვანება, ქაოსი, მაგრამ არ უნდა იჩქაროთ დასკვნების გამოტანა და იმედის გაცრუება.

კარგი გაგებით, ამ კვირაში ძალიან აქტიურია ე.წ კონკიას ასპექტი. ეს ეპოქალური მოვლენაა და ხშირად არ ხდება. იუპიტერისა და ნეპტუნის შეერთება ცაზე იშვიათი მოვლენაა. ეს იყო მასში და ახლა კოსმოსი კიდევ ერთხელ გაძლევთ შანსს. ეს პერიოდი განსაკუთრებულად კარგია იმ ადამიანებისთვის, ვინც გულით მუშაობს, არის ხელოვნების სფეროში, შესაძლოა გრანდიოზული პროექტები დაიწყოს. შეიძლება ამ ეტაპზე შეიძლება კონტურები მოიხაზოს.

ასევე კარგი გაგებით ეს პერიოდი ვისაც უპირობოდ გვჯერა, გვწამს რომ ასე უნდა მოხდეს, დიდი შანსია იმის, რომ ძალიან სწრაფი ტემპით შეიძლება ასრულდეს. გარემოებები შეიძლება დალაგდეს. ნიშნები შეიძლება მოგცეთ სამყარომ და დააკვირდით. ახლა უფრო ინტუიციური ადამიანების დროა. ამ პერიოდის განმავლობაში ლოგიკურ ადამიანებს გაუჭირდებათ, იმიტომ რომ მომხდარი მოვლენები კანონზომიერებას არ ემორჩილება.

ძალიან კარგი პერიოდია საკუთარ თავში გარკვევისთვის და საკუთარ თავში დაჯამებისთვის. ენდეთ სამყაროს და აუცილებლად დაინახავთ ე.წ აბდეითებს. მთავარია ნაკლებად გაჰყვეთ ლოგიკას, გაჰყევით გულს და ემოციებს”, – ამბობს სოფია ბზეკალავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები