LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ მნიშვნელოვანი სტატუსის მოპოვება შესაძლებელი გახდა საჯარო და კერძო სექტორების ეფექტიანი თანამშრომლობით” – დავითაშვილი ITB Berlin 2023-ზე

202
დავითაშვილი (3)

“ეს არ იყო რიგითი გადაწყვეტილება ანუ საქართველოს რიგითობით კი არ მოუწია მასპინძლობის სტატუსის მიღება, არამედ ეს არის როგორც „აითიბი ბერლინთან,“ ისე საერთაშორისო ტურისტულ საზოგადოებასთან სანდო და საიმედო პარტნიორობის შედეგი”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომელიც ბერლინში იმყოფება.

მსოფლიოს უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე, 1000-ზე მეტ კვადრატულ მეტრზე მოწყობილი ლოკაციები, მათ შორის საქართველოს მთავარი სტენდი ბერლინის გამოფენის მთავარ პავილიონში ლევან დავითაშვილმა დაათვალიერა.

მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრესკონფერენციაზე მოწვეულ საერთაშორისო მედიის 200-მდე წარმომადგენელს საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც მიმოხილული იყო ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი მიღწევები ტურიზმის, ეკონომიკური პოლიტიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში.

"საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენა, შესანიშნავი არჩევანი იყო" - ITB Berlin 2023 დღეს იწყება

გერმანიაში, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB Berlin გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნება. 

“საქართველოსთვის უდიდესი პატივია ITB Berlin 2023-ზე ოფიციალური მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგომა. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება იმისა, რომ ტურიზმი ნამდვილად არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მსურს სიამაყით აღვნიშნო, რომ ამ მნიშვნელოვანი სტატუსის მოპოვება შესაძლებელი გახდა საჯარო და კერძო სექტორების მაქსიმალურად ეფექტიანი თანამშრომლობით, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში ძლიერი ტურისტული ინდუსტრიის არსებობის დასტურია”, – აღნიშნა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, საქართველომ მსოფლიოს უდიდესი ტურისტული გამოფენის მასპინძლის სტატუსი „აითიბი ბერლინთან“ და საერთაშორისო ტურისტულ საზოგადოებასთან სანდო და საიმედო პარტნიორობის შედეგია.

“ზოგადად, პროგრესი, რომელიც საქართველოში ტურიზმის მიმართულებით არსებობს, იყო ძალიან საინტერესო და საბოლოოდ, ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც საქართველოზე შეჩერდა ყურადღება, იყო ალბათ ყველაზე ორიგინალური, კრეატიული და საინტერესო შეთავაზება, რადგან ჩვენი კონკურენტი ქვეყნები ფინანსური რესურსებითაც და ამბიციებითაც საკმაოდ გამოირჩეოდნენ”, – აღნიშნა დავითაშვილმა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, გერმანიაში ვიყოთ მასშტაბური ტურისტული გამოფენის მასპინძელი ქვეყანა" - ნიკოლოზ რაჭველი ITB Berlin-ის შესახებ

"ყოფილხართ ოდესმე საქართველოს დედაქალაქში? ეს არის ქალაქი ულამაზესი პარკებით, ჩანჩქერებით და მუზეუმებით, კარგი რესტორნებითა და რა თქმა უნდა, მზარდი ღამის კლუბებით", - ITB Berlin.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენის ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ყველა სამზადისი თითქმის დასრულებულია და საქართველო მზად არის, მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ღირსეულად წარდგეს მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნის 200 ათასამდე ვიზიტორის წინაშე.

„აითიბი ბერლინი“ რამდენიმე საათში გრანდიოზული გალა კონცერტით ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სპეციალური მიმართულება „უსაზღვრო ქართული კულტურა“, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურის ისტორია, თანამედროვე ხელოვნება, ეთნო ჯაზი, კლასიკური და ელექტრონული მუსიკა, ქართული ნაციონალური ბალეტი და ა.შ. სტუმრები ასევე გაეცნობიან ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და სამზარეულოს.

magti 5g