15 წლის ალექსანდრე მიქელაძეს, რომელიც 16 იანვარს, ღამის 22:00 საათიდან ბათუმში გაუჩინარდა და მას შემდეგ სამართალდამცველები და სამაშველო სამსახურები ეძებენ, დედა სოციალური ქსელის მეშვეობით ხშირად მიმართავს და დაბრუნებას სთხოვს.
მის ბოლო მიმართვაში ვკითხულობთ:
„ამ მონატრების სიცარიელეში, რამდენ ხანს გავძლებ, მართლა აღარ ვიცი, დეე… შენი დაძახებული ,,დეე” ჩამესმის სულ ყურში, მაგრამ არ გინდა მოსვლა და რატოოოო…? ნუთუ ასეთი უგულო ვინ გყავს გვერდით, რომ ასე გექცევა შენც და მეც…🥺 მოდი რაა და გააფერადე დღეები, გემუდარები, დეეე“, – წერს ნათია დიაკვნიშვილი.
ცნობისათვის, ალექსანდრე მიქელაძე 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.