LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ომში ყველაფერი რეალურია: პუტინის სისასტიკე, უკრაინელების მსხვერპლი და ბომბები კიევის თავზე. მხოლოდ თქვენი სანქციებია მოჩვენებითი: დონალდ ტუსკი

316
1562325289-ტუსკი-1024x529

რუსეთ-უკრაინის ომს ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი Twitter-ზე ეხმიანება. როგორც ტუსკი წერს, „პუტინის სისასტიკე, უკრაინელების მსხვერპლი და ბომბები კიევის თავზე – ამ ომში ყველაფერი რეალურია, მხოლოდ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებია მოჩვენებითი“.

მისი განმარტებით, გერმანია, უნგრეთი და იტალია, რომლებმაც დაბლოკეს მკაცრი გადაწყვეტილებები რუსეთის მიმართ, შეურაცხყოფა მიაყენეს თავიანთ თავს.

„ამ ომში ყველაფერი რეალურია: პუტინის სიგიჟე და სისასტიკე, უკრაინელების მსხვერპლი, ბომბები კიევის თავზე. მხოლოდ თქვენი სანქციებია მოჩვენებითი. ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებმა, რომლებმაც დაბლოკეს მკაცრი გადაწყვეტილებები (მაგალითად, გერმანია, უნგრეთი, იტალია) შეურაცხყოფა მიაყენეს თავიანთ თავს“, – წერს ტუსკი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას სრულად გაეცნობით აქ.

magti 5g