LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ პრემიას, რომელიც გახდა კეზერაშვილის პრემია, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს – წულუკიანი ლიტერაზე

93
FDBDF

კულტურის მინისტრის განცხადებით, ლიტერატურულ პრემია „ლიტერას“ სახელმწიფო აღარ ჩაატარებს და უწყება მის ნაცვლას სხვა კონკურსს დანერგავს. ამის შესახებ მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა პარლამენტში, სადაც მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.

“ჩვენ გვქონდა ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. ღიად გეუბნებით, რომ ამ პრემიას, რომელიც გახდა კეზერაშვილის პრემია, სახელმწიფო უკან არ დაიბრუნებს. ჩვენ დავაფუძნებთ ახალ ლიტერატურულ პრემიას. მე ვაპირებდი სასამართლო დავის წამოწყებას, თუმცა ეს ვერ გავაკეთეთ, ვინაიდან აღმოჩნდა, როდესაც ეს პრემია დაფუძნდა, არ იყო არც ერთი აქტი გამოცემული, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს იყო სახელმწიფო კონკურსი.

შესაბამისად, როდესაც ეს პრემია მიითვისა კერძო სტრუქტურამ, ვერ შევძელით სასამართლო დავის დასრულება. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, კეზერაშვილის პრემია დარჩება კეზერაშვილს,“ – თქვა თეა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g