LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ პროფესიის ქალები მეორე ნახევრებს ყველაზე ხშირად ღალატობენ

80

კვლევამ, სადაც მონაწილეობა 6 ათასზე მეტმა რესპოდენტმა მიიღო, გამოავლინა – რომელი პროფესიის ქალები ღალატობენ მეორე ნახევრებს ყველაზე ხშირად.

ანონიმური გამოკითხვა ონლაინ-სერვისმა „Victoria Milan“ ჩაატარა, რომელიც გაცნობის სკანდალური საიტის, „Ashley Madison“-ის ანალოგად მიიჩნევა.

აღმოჩნდა, რომ ყველაზე ხშირად მეორე ნახევრებს ფინანსური სფეროს წარმომადგენლები ღალატობენ, მათ შორის ბანკირები, ბროკერები და ბიზნეს-ანალიტიკოსები. მათ მოჰყვებიან ბორტგამცილებლები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები – ექიმები და მედდები.

ათეულში შედიან მდივნები, სპორტსმენები და სპორტული ინსტრუქტორები, ასევე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები – მუსიკოსები, მოდელები, მსახიობები და ფოტოგრაფები, ღამის დაწესებულებების თანამშრომლები – დიჯეები, მოცეკვავეები და მიმტანები. ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები.

ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილზე იურისტები და მოსამართლეები განთავსდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები