LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ პროტესტმა უნდა შვას ახალი ლიდერი, რადგან ახალი პროტესტი ძველი ლიდერით არ გამოვა“ – მაია ასათიანი

165
მაია ასათიანი

ამ პროტესტმა უნდა შვას ახალი ლიდერი, რადგან ახალი პროტესტი ძველი ლიდერით არ გამოვა, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, მაია ასათიანმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება ახალი პროტესტი ძველ პოლიტიკოსებს მიანდო, რადგან ახალ თაობას ახალი ლიდერის მოთხოვნა აქვს.

„არ შეიძლება ახალი პროტესტი ძველ პოლიტიკოსებს მიანდო, ახალ თაობას აქვს ახალი ლიდერის მოთხოვნა. მათ საერთოდ სხვა დაკვეტა აქვს, სხვანაირ ლიდერზე, მაგალითა მზია ამაღლობელისნაირზე. ჩვენ ვუყურებთ ინდივიდუალურ თავგანწირვებს და ამის პარალელურად, ვემუდარებით პოლიტიკოსებს, მოვიდნენ და თავში ჩაგვიდგნენ, ასე არ გამოვა, მათ გაერთიანება არც უნდათ.

ამ პროტესტმა უნდა შვას ახალი ლიდერი, რადგან ახალი პროტესტი ძველი ლიდერით არ გამოვა და რომ არ გამოდის ეს არის ფაქტი“, – განაცხადა მაია ასათიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g