LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ქალმა მითხრა, იმდენ ცნობილ ადამიანს აქვს ჯადო გაკეთებული, რომ მათი ოჯახებიდან ჯადოს ამოღებას ვერ ავუდივარო…“ – რა მოხდა თამარ ივერის სახლში

273
თამარ ივერი

თამარ ივერი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს უცნაური მოვლენების შესახებ საუბრობს:

„რაღა შორს წავიდე, ვაშლიჯვრის ასახვევში დგას ულამაზესი თეთრი ვილა, რომელიც რამდენჯერმეა გაყიდული. ყოველთვის, ვინც ამ ვილას ყიდულობს, ვიღაც უკვდება, ამიტომ ყიდიან. ამბობენ, ამ ვილაში ვერავინ გაიხარაო. ამბობენ, დაწყევლილიაო. დღესაც იმ სახლთან სულ შიშით გავივლი ხოლმე.

თქვენ რომ შეიძინეთ სახლი, იქაც აღმოაჩინეთ რაღაც თოჯინა...

სახლი რომ შევიძინე, მეპატრონემ მითხრა, იმიტომ ვყიდი, რომ ძმა დამეღუპაო. ის კი მითხრა, ამ ბინაში არ დამღუპვიაო, მაგრამ მაინც არ მესიამოვნა. მაინც შევიძინეთ. იმ პერიოდში უამრავ კონტრაქტს მთავაზობდნენ, მაგრამ უცებ ყველაფერი გაჩერდა.

ჩემმა მეუღლემ ქუთაისელი ქალბატონი ჩამოიყვანა, მარიამ თევდორაძე, რომელიც სურათებიდან ხედავს, იმ კონკრეტულ სახლში არის ჯადო თუ არა. ეს ქალი ოთახში რომ შევიდა, ჭერში აიხედა და გვითხრა, ეს ადგილი უნდა ამოვჭრათო… ჩამოიტანა რქებიანი თოჯინა ქალის ნამდვილი თმით. ეს ჩემთვის უდიდესი შოკი იყო. ამ თოჯინას 5 საათი ვწვავდით. ამ ქალმა მითხრა, იმდენ ცნობილ ადამიანს აქვს ჯადო გაკეთებული, რომ მათი ოჯახებიდან ჯადოს ამოღებას ვერ ავუდივარო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები