LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ქვეყანაში უმცირესობა, ოპოზიცია ვერასდროს გადაწყვეტს პოლიტიკური პროცესების ბედს…“ – ნინო წილოსანი

128
ნინო წილოსანი

„ამ სცენარების მიუხედავად, რეალურად პოლიტიკური პროცესები შესრულდება, იმიტომ რომ ეს ამ ქვეყნის უმრავლესობამ მოინდომა“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა

მან თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციები შეაფასა:

„ამ სცენარების მიუხედავად, რეალურად პოლიტიკური პროცესები შესრულდება, იმიტომ რომ ეს ამ ქვეყნის უმრავლესობამ მოინდომა. ის მცირერიცხოვანი აქცია, შეკრება, აგრესიული ადამიანების გამოსვლები ამის შემაფერხებელი ვერ იქნება. ამ ქვეყანაში უმცირესობა, ოპოზიცია ვერასდროს გადაწყვეტს პოლიტიკური პროცესების ბედს“, – აღნიშნა წილოსანმა.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეებმა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე წუხელ შეიკრიბნენ, ღამე პარლამენტთან გაათენეს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე გაშლილია კარვები.

თავისუფლების მოედანზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული. ადგილზე მიიყვანეს შსს-ს მიერ ახლად შეძენილი წყლის ჭავლის მანქანები.

ინფორმაციისთვის, დღეს, 12 საათზე პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g