LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ქვეყნის მტრებს, არაკეთილმოსურნეებს, ერთი რამ მინდა ვუთხრა მათ – ქვეყანაში არანაირი რევოლუცია არ მოხდება“ – კახა კალაძე ოპონენტებზე

128
კახა კალაძე

„ამ ქვეყნის მტრებს, არაკეთილმოსურნეებს, ვინც არ უნდა იყოს, რუხაძე იქნება ეს თუ მსგავსი ელემენტები, ერთი რამ მინდა ვუთხრა მათ – ქვეყანაში არანაირი რევოლუცია არ მოხდება“- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძე სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლის გიორგი რუხაძის განცხადებას გამოეხმაურა.

„ამ ქვეყნის მტრებს, არაკეთილმოსურნეებს, ვინც არ უნდა იყოს, რუხაძე იქნება ეს თუ მსგავსი ელემენტები, ერთი რამ მინდა ვუთხრა მათ – ქვეყანაში არანაირი რევოლუცია არ მოხდება, ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდება ეკონომიკური განვითარება, რაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის, განურჩევლად ვის, რა პოლიტიკური შეხედულება აქვს.

ეს ქვეყანა არ იქნება გამოყენებული ვიღაც სხვა ქვეყნის ინტერესების გამო. საქართველოში არ იქნება ის პროცესები და მოვლენები, რაც სამწუხაროდ ჩვენს მეგობარ უკრაინაში ხდება და ეს ქვეყანა და ხალხი საზარბაზნე ხორცად არ იქნება და ვერ იქნება გამოყენებული“ – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები