LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ რუსული კოშმარის წარმომადგენლებს მოუწევთ სანქციებით ფასის გადახდა იმაზე, რაც „რუსული კანონის“ შემოღებით ჩაიდინეს“ – ზურაბ ჭიაბერაშვილი

145
ზურაბ ჭიაბერაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი, სანქციებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“, რუსული კოშმარის წარმომადგენლებს სანქციებით მოუწევთ ფასის გადახდა იმაზე, რაც „რუსული კანონის“ შემოღებით ჩაიდინეს“.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, „ოცნებას“, რაც „რუსული კანონის“ შემოღებით ჩაიდინა, ამას არც ქართველი ხალხი, არც ქართველი ხალხის მეგობრები და საერთაშორისო მეგობრობა არ აპატიებს“.

„ქართული ოცნების“ ამ რუსული კოშმარის წარმომადგენლები კარგად აცნობიერებენ ორ რამეს, ერთი – ისინი კარგავენ ძალაუფლებას, რომელიც 26 ოქტომბერს გაფორმდება ქართველი ხალხის ნებით და მეორე , რომ მათი ცხოვრება აღარ იქნება ისეთი, როგორიც ეს იყო რუსული კანონის კენჭისყრამდე.

მათ ჩაიდინეს ქვეყნის ღალატი, რომელსაც არც ქართველი ხალხი და არც ქართველი ხალხის მეგობრები და საერთაშორისო მეგობრობა, ბუნებრივია არ აპატიებს. სანქციები იქნება და როდესაც ისინი აცნობიერებენ, რომ სანქციები იქნება, სწორადაც ღელავენ სანქციების გამო, რადგან ისინი კარგავენ ძალაუფლებას, იმ პრივილეგიებს, იმ ფულს – რომელსაც ხალხის ჯიბიდან იპარავდნენ, ეს ერთი და მეორე მათ მოუწევთ სანქციებით ფასის გადახდა იმაზე, რაც რუსული კანონის შემოღებით ჩაიდინეს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

magti 5g