LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ რვეულში ჩემი ხელით ჩამოვწერე თითოეული თქვენგანი, ყველა, ვინც შესაძლებელი გახადეთ – რომ დღეს გავფრინდე, ბრძოლა გავაგრძელო და გამარჯვება თქვენთან ერთად აღვნიშნო“ – ხათუნა სამნიძე

341
xaTuna samnidze

პოლიტიკოსი ხათუნა სამნიძე, რომელიც მორიგი ოპერაციისთვის ემზადება, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ყველა იმ ადამიანს მადლობას უხდის, ვინც მის გვერდით დადგა რთულ პერიოდში და მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ამ რვეულში ჩემი ხელით ჩამოვწერე თითოეული თქვენგანი – ყველა, ვინც ეს შესაძლებელი გახადეთ – რომ დღეს გავფრინდე, ბრძოლა გავაგრძელო და გამარჯვება თქვენთან ერთად აღვნიშნო❤️❤️✊✊🙏🙏

3 ათასამდე ადამიანი, უცნობი სრულიად, ძალიან ახლო მეგობარი, ნათესავი და უბრალოდ ნაცნობი, ყველას დიდი, დიდი მადლობა ასეთი სასწაულისთვის❤️❤️ როგორ არ უნდა გავიმარჯვო 🙏 როგორც კი შევძლებ, ისევ მოგწერთ, პალატიდანვე ოპერაციის შემდეგ“, – ხათუნა სამნიძე.

„მადლობა, ძალიან დიდი მადლობა…ოპერაციის თარიღი ჩაინიშნა, მთელი აღდგომის ღამე სასწაულების იმედით გავატარე…როგორ არ უნდა მოვიგო მე ეს ომი?“ – ხათუნა სამნიძე ემოციურ პოსტს გვიზიარებს

„მიჭირს, მაგრამ გწერთ… მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში კეთდება ის მასშტაბური და რამდენიმე ათეული ათასი ევროს ღირებულების ოპერაცია, რომელიც გადამარჩენს…“ – ხათუნა სამნიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g