LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ სახლის შეძენა 2 ევროდ შეგიძლიათ

157

სახლის მეპატრონეს დასტან ლოუ ჰქვია და ეს უძრავი ქონება დასტანმა ცოტა ხნის წინ იმისთვის შეიძინა, რომ მისი გაყიდვით ფული ეშოვნა. საცხოვრებელი მან 435 ათას ევროდ იყიდა.

მან გააკეთა არაჩვეულებრივი რემონტი, რომელიც 150 ათასი ევრო დაუჯდა და სახლი გასაყიდად – 845 ათას ევროდ გაიტანა. თუმცა მყიდველი არ გამოჩნდა. მაშინ დასტინმა გენიალურ გამოსავალს მიაგნო – ლატარეა, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

სახლი მისწრებაა დიდი ოჯახისთვის: მასში 6 საძინებელი, სათამაშო ოთახი, სამუშაო კაბინეტი და საშინაო კინოთეატრიც კი არის.

ლატარიის ბილეთის ფასი 2 ევროა და ამ ეტაპზე 190 ათასამდე ბილეთია გაყიდული, მათი მაქსიმალური რაოდენობა კი 500 ათასია. ბილეთების გაყიდვა 1 აგვისტოს სრულდება და გამარჯვებულიც სწორედ მას შემდეგ გამოვლინდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები