პარტია „ახლის“ წევრს, ნოდარ ჩაჩანიძესა და მის მეუღლეს ნინი სუხიტაშვილს შვილი შეეძინათ. წყვილს გოგონა შეეძინათ.
როგორც ნოდარ ჩაჩანიძე წერს, ახალშობილს არიადნა დაარქვეს.
„ამ საოცრების დედა და მამა გავხდით მე და ნინი რამდენიმე წუთის წინ, დაიბადა არიადნა ჩაჩანიძე“, – წერს ნოდარ ჩაჩანიძე და ახალშობილის ფოტოს აქვეყნებს.
ამ საოცრების დედა და მამა გავხდით მე და ნინი რამდენიმე წუთის წინ ❤️❤️💖 დაიბადა არიადნა ჩაჩანიძე 🥰🥰😍
Posted by Nodar Chachanidze on ოთხშაბათი, 20 ნოემბერი, 2024
„ჩემი პატარა ცმაცუნა დის შვილი დაიბადა“, – წერს ნინი სუხიტაშვილის ძმა, მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი და მილოცვებს იღებს.