LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ამ შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს…“ – რატომ გვიცივდება ხელ-ფეხი, რას ამბობს სისხლძარღვთა ქირურგი, ლაშა სუხაშვილი

370
ლაშა სუხაშვილი

რატომ გვიცივდება ხელ-ფეხი?

სისხლძარღვთა ქირურგი, ლაშა სუხაშვილი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ კიდურების მიდამოში სიცივის შეგრძნება გარდა იმისა, რომ დაკავშირებულია სტრესთან და შფოთვასთან, შესაძლოა იყოს ათეროსკლეროზის ნიშანიც.

მედიკოსის თქმით, ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს:

„რატომ გვიცივდება ხელ-ფეხი?
პირველი შემთხვევაა სტრესის და შფოთვისას როდესაც გამოიყოფა ადრენალინი, რომელიც პირდაპირ ავიწროებს პერიფერიულ სისხლძარღვებს
მეორე შემთხვევაა ცივ გარემოში კიდურების გაციება რაც კარგია რადგან სიცივეში ორგანიზმი კომპენსატორულად ცდილობს დაიცვას სასიცოცხლო ორგანოები – გული, ფილტვები თავის ტვინი და სისხლს პერიფერიებიდან ცენტრისკენ ქაჩავს.
მესამე შემთხვევაა ათეროსკლეროზი როცა სისხლძარღვის კედლები გასქელებული და შევიწროებულია, რაც აფერხებს სისხლის თავისუფალ დინებას ამ შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს“, – წერს სისხლძარღვთა ქირურგი, ლაშა სუხაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g