LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ შტამს აქვს არა თანმიმდევრული, არამედ ნახტომისებური ზრდა: ეკატერინე ტიკარაძე

61
ეკატერინე ტიკარაძე01010

ხშირად ვამბობთ, რომ კორონავირუსის ამ შტამს აქვს არა თანმიმდევრული, არამედ ნახტომისებური ზრდა. – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასებისას განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღესდღეობით, ინფიცირების ჯამური რაოდენობით მივაღწიეთ 39 000-მდე, საიდანაც 6500-მდე დღეს მკურნალობს სტაციონარში.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობის დამყოლობამ იმატა.

“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ვაქცინაციის დღიური მაჩვენებლით 19 000-ს გადავაჭარბეთ,”-აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3780 ადამიანს დაუდასტურდა; გარდაიცვალა 30 ადამიანი. ინფიცირების ძალიან მაღალი რისკის სიაში და წითელი ზონის სტატუსი საქართველოს – ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება საერთაშორისო სტატუსზეც აისახა.

magti 5g