LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ სურათის შემხვედვარე, უხერხულია საუბარი საერთო სიაზე, ან იმაზე, რომ თითქოს არსებობს რაიმე მზა ინსტრუქცია, სრულიად ბუნებრივი, ხალხის გულიდან ამოხეთქილი პროცესისათვის“ – ნიკა მელია

179
ნიკა მელია

„ვინც ვერ გაიგო და იგრძნო, რა ხდება რუსთაველზე, ლაპარაკობს წარსულში მიღებულ გამოცდილებაზე და ისე გეგმავს მომავალს – ძალიან ეშლება. ახლა, მომავალი გვკარნახობს აწმყოს და მივყავართ წინ მომავლისკენ“, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია წერს სოციალურ ქსელში, რითაც გუშინ პარლამენტთან გამართულ მორიგ აქციას ეხმაურება.

„განსაკუთრებით უხერხულია ამ დღეებში, ამ სურათის შემხვედვარე, საუბარი საერთო სიაზე, ან იმაზე, რომ თითქოს არსებობს რაიმე მზა ინსტრუქცია, სრულიად ბუნებრივი, ხალხის გულიდან ამოხეთქილი პროცესისათვის.

პოლიტიკურმა კლასმა ეს პროცესი, ისეთად, ბუნებრივად უნდა მივიღოთ, როგორიც არის და კი არ მოვირგოთ, ჩვენ უნდა მოვერგოთ ახალ რეალობას“, – წერს ნიკა მელია.

ვინც ვერ გაიგო და იგრძნო, რა ხდება რუსთაველზე, ლაპარაკობს წარსულში მიღებულ გამოცდილებაზე და ისე გეგმავს მომავალს – …

Posted by Nika Melia on ორშაბათი, 13 მაისი, 2024

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტთან დღესაც შეიკრიბებიან.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს.

პოპულარულები