LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ თემაზე გარკვეული წინსვლები გვაქვს, ერთი ან ორი ნაბიჯია დარჩენილი, რომ ეს რეალობა გახდეს“ – საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ავიარეისები დაინიშნება

97
private-jet-charter-rates-in-new-york

„ამ თემაზე გარკვეული წინსვლები გვაქვს და ვართ იმ რეალობაში, როცა ერთი ან ორი ნაბიჯია დარჩენილი, რომ ეს რეალობა გახდეს“, – ამის შესახებ აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების საკითხზე საუბრისას, BM.GE-სთან ინტერვიუში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ციკოლია აცხადებს.

როგორც ის ამბობს, მას შემდეგ, რაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია დაიწყო, აშშ-დან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებთან დაკავშირებით ამერიკულ ავიაკომპანიებთან მუშაობა შეფერხდა. ამ დრომდე, ამერიკულმა ავიაგიგანტებმა ფინანსურ კრიზისს თავი სრულად ვერ დააღწიეს.

„ჩვენ ავიაკომპანიებთან პანდემიამდე გვქონდა საუბარი. ეკონომიკის მაშინდელი მინისტრი, ქალბატონი ნათია თურნავა იმყოფებოდა აშშ-ში. სამ ძირითად, უმსხვილეს კომპანიასთან გვქონდა კომუნიკაცია, რომელიც აშშ-ში საერთაშორისო ფრენებით არის დაკავებული. სამიდან ერთ კომპანიაზე დავედით, რომელსაც ჰქონდა ინტერესი, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოში წამოეწყო და ამ საუბრის დროს, უკვე შევედით პანდემიის პროცესში, როცა სამიდან ერთი კომპანია, უკვე პრაქტიკულად ბანკროტად გამოცხადდა. წელს უკვე ნელ-ნელა გამოდიან ამ რეალობიდან”, – განმარტა გიორგი ციკოლიამ BM.GE-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ ამერიკულ ავიაკომპანიებთან (United Airlines, Delta Airlines, American Airlines) შეხვედრები 2019 წლის სექტემბერში გამართა.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g