ბრუკლინ ბექჰემმა მეუღლეს, ნიკოლა პელტცს სიურპრიზი მოუწყო. წყვილი რომანტიკულ მოგზაურობაში გაემგზავრა. ისინი სენ-ტროპეში იმყოფებიან. მედიაში უკვე გავრცელდა წყვილის ფოტოები და ვიდეოები, სადაც ისინი სანაპიროზე, ჩახუტებულები მისეირნობდნენ. ბრუკლინი მას ხელს არ უშვებდა და გამუდმებით ეხუტებოდა.
მოგვიანებით მათ „ინსტაგრამ სთორებში“ ფოტოების სერია თავადაც გაავრცელეს. ბრუკლინმა საძინებელი ოთახი ნათურებით მორთო.
„შენ ჩემი მთელი სამყაროს ხარ“, – დაუწერა მან ნიკოლას.
„ამ ვიდეოში ცხადად ჩანს, რომ ის მეუღლით შეპყრობილია“, „გადარეულია ეს ბიჭი ცოლზე“, „ეს რა სიურპრიზი?“,- არ წყდება კომენტარები.
„ბრუკლინ ბექჰემი ნიკოლა პელტცით შეპყრობილია“ – ბექჰემების უფროსი ვაჟი პოსტს ავრცელებს




