„ახლა ბავშვებს მშობელი სჭირდებოდათ, რომელიმე მაინც და ამ წამს შემატყობინეს, რომ ბავშვების მამა სასამართლომ გაამართლა და ახლა შვილებთან მიდის“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დიკა სალაყაია წერს.
სალაყაია საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის იმ მცირეწლოვანი ბავშვების მამის შესახებ, რომელთაც დედა ცოტა ხნის წინ გარდაეცვალათ.
როგორც სალაყაია სოციალურ ქსელში წერს, ბავშვების მამა სასამართლომ გაამართლა და ახლა შვილებთან მიდის:
„ბავშვებთან ვიყავი ტელეფონმა რომ დარეკა… მამა რეკავს ციხიდანო გაბრიელმა და…
ტელეფონი გამოვართვი. აკანკალებული ხმით ვუთხარი უმძიმესი ამბავი. მერე იყო დუმილი და კაცის ქვითინი… არ ვიცი რა იყო მანამდე, მაგრამ საკუთარი შვილების დედის სიკვდილი და შვილების ტკივილი, მივხვდი საშინლად ასტკივდა…
ყელში გაჩხირული ბურთი გადავყლაპე.
ახლა ბავშვებს მშობელი სჭირდებოდათ, რომელიმე მაინც
და ამ წამს შემატყობინეს, რომ ბავშვების მამა სასამართლომ გაამართლა და ახლა შვილებთან მიდის.
დანარჩენსაც გაგაგებინებთ. ყველაფერთან ერთად ბავშვების უმთავრესი პრობლემის მოგვარებას ვცდილობ. ბავშვებს საკუთარი ჭერი სჭირდებათ და ნორმალური პირობები, რაც აუცილებლად ექნებათ. ანგარიში ისევ კომენტარებში იქნება… სულ
ცოტა დაგვრჩა მთავარ მიზნამდე“, – წერს დიკა სალაყაია.
ბაშვებთან ვიყავი ტელეფონმა რომ დარეკა… მამა რეკავს ციხიდანო გაბრიელმა და… ტრლეფონი გამოვართვი😞 აკანკალებული ხმით ვუთხარი…
Posted by დიკა სალაყაია • Dika Salakaia on პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024