LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ყველაფრის გამართლება უბრალოდ სირცხვილია… ვართ სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე! გონს მოდით, წადით კომპრომისზე! 12 წელი მსხვერპლის როლში ყოფნა არ გამიგია“ – ნატალია ქუთათელაძე

221
ნატალია ქუთათელაძე

მომღერალი ნატალია ქუთათელაძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს, რომ რაც დღეს ქვეყანაში ხდება „ამის გამართლება უბრალოდ სირცხვილია“. მისივე თქმით, ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები პირები „კომპრომისზე უნდა წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრაგიკულ შედეგამდე მივალთ და ამით მოგებული მხოლოდ მტერი დარჩება“.

ხატია ბუნიათიშვილი: „ეს სისასტიკე მიუღებელია! საქართველოს, დიდი ხანია (თუ ოდითგანვე არა) სამწუხარო არჩევანის წინაშე უწევს ყოფნა – თავისუფლება თუ მშვიდობა“

მუსიკოსების პროტესტი ხელისუფლებას: „მუსიკოსები საზოგადოების კეთილგანწყობით და სიმპათიებით სარგებლობენ, რის გამოც ვალდებულები ვართ, ჩვენი რესურსი არ მოხმარდეს მმართველი პარტიის სოციალური იმიჯის წახალისებასა და პოზიციების გამყარებას…“

„ამ ყველაფრის გამართლება უბრალოდ სირცხვილია რბილად რომ ვთქვა.

ვართ სამოქალაქო ო მ ი ს საფრთხის წინაშე!

წადით კომპრომისზე სანამ დავიღუპეთ სათითაოდ ყველა.

არ გაჩერდება ეს წინააღმდეგობა და ძალიან ტრაგიკულ შედეგამდე მივალთ.

კომპრომისი დაუშვით! ნუ ჯინაობთ, ეროვნული ინტერესი იქნება ეგ და არა პირადი პარტიული ანგარიშსწორება!!!

ამ ომში ყველა წავაგებთ.

ამ ომში მოგებული დარჩება მტერი!!!

გონს მოდით და კიდე აქეთ ნუ გვიკარკლავთ თვალებს. 12 წელი მსხვერპლის როლში ყოფნა არ გამიგია.

გონს მოდით და კომპრომისზე წამოდით!!!“, – წერს ნატალია ქუთათელაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g