ჯორჯ და ამალ კლუნები კომპანია „ომეგას“ 50 წლის იუბილეზე იმყოფებოდნენ. სპეციალურად სტუმრებისთვის მოწყობილ წითელ ხალიჩაზე ცნობილი მსახიობი და მისი მომხიბვლელი მეუღლე ხელჩაკიდებულები გამოჩდნენ. ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან ქალბატონად დასახელებულმა ადვოკატმა ამჯერადაც დიდი ფურორის მოხდენა შეძლო. ამალი ბრწყინავდა 20-იანი წლების ოქროსფერ რეტრო-კაბაში, რომელიც ასევე, ოქროსფერ ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული.
ულამაზეს ოქროსფერი რეტრო სტილის კაბას ასევე ძველი სტილის ვარცხნილობა, ხვეული თმა და ოქროსფერი კლატჩი ასრულებდა.