ჯორჯ და ამალ კლუნების ტყუპების დაბადებამდე სულ ცოტა დრო რჩება, თუმცა ვარსკვლავის ორსულ მეუღლეს ორსულობის მესამე ტრიმესტრში სულ უფრო მეტი ახირება აქვს. ამჯერად ცნობილი ხდება, რომ მან ჯორჯი საძინებლიდან გააძევა, მიზეზად კი მისი ხვრინვის აუტანლობა სახელდება.
ინსაიდერის თქმით, ამალს ღამეში მეუღლის გაღვიძება რამდენჯერმე უწევდა, საბოლოოდ ჯორჯმა სტუმრების ოთახში გადაინაცვლა და პრობლემაც მარტივად მოგვარდა.
შეგახსენებთ, რომ კლუნები მშობლები მიმდინარე ზაფხულის დასაწყისში გახდებიან.