დღეს ჰიუსტონის მუზეუმში გამოფენა “ოსკარ დე ლა რენტას გლამური და რომანტიკა” გაიხსნა. ამერიკული სახლის არქივიდან დამთვალიერებლებისთვის 70-ზე მეტი კაბა გამოიფინა. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, აღიშნული კაბები, ფართო აუდიტორიისთვის არასდროს უჩვენებიათ.
მათ შორისაა, ამალ კლუნის საქორწილო კაბა, რომლის შექმნაც დიზაინერმა ოსკარ დე ლა რენტამ გარდაცვალებამდე მოასწრო. 380 000 დოლარის ღირებულების საქორწილო კაბის შეკერვის პროცესს ამალი პირადად მეთვალყურეობდა.
ჩვენ ჯერ კიდევ სან-ფრანცისკოში გვინდოდა ამ კაბის გამოფენა და ქალბატონ კლუნის ამ თხოვნითაც მივმართეთ, თუმცა, მისი ქორწილიდან დიდი დრო არ იყო გასული, ამიტომ ამალი მიიჩნევდა, რომ ფართო აუდიტორიის წინაშე კაბის ჩვენება და მისი განხილვა ნაადრევი იყო – განაცხადა ორგანიზატორმა ანდრე ლეონ ტელიმ ექსკლუზიურ ექსპონანტზე კომენტირებისას