მსახიობები ამანდა სეიფრიდი და ტომას სადოსკი გოგონას მშობლები გახდნენ. ინფორმაცია წყვილის წარმომადგენელმა ოფიციალურად დაადასტურა. ამ დროისთვის უცნობია, რა დაარქვეს პატარას.
შეგახსენებთ, რომ ამანდას ორსულობის შესახებ ცნობილი გასული წლის ნოემბერში გახდა. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა ისიც, რომ წყვილმა საიდუმლოდ იქორწინა.