LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამანდა სეიფრიდმა და ტომას სადოსკიმ მალულად იქორწინეს

49

ამანდა სეიფრიდმა და ტომას სადოსკიმ საიდუმლოდ იქორწინეს. აღნიშნული ფაქტი ცნობილი გადაცემაში Late Late Show გახდა, როდესაც წამყვანმა სტუმრად მისულ სადოსკის ნიშნობა მიულოცა, მან კი ამანდას „ცოლი“ უწოდა.

„მოძღვართან ერთად ქვეყნიდან გავიპარეთ,,, მხოლოდ ორნი ვიყავით და დავქორწინდით! არაჩვეულებრივი დღე გვქონდა“, – განაცხადა ტომასმა. მისი თქმით, ფიცის დადებას მხოლოდ ამანდას ძაღლი, ფინა ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ უახლოეს მომავალში წყვილს პირველი შვილი ეყოლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები