LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამას ილიაც დაადასტურებდა და აკაკიც, ცოცხლები რომ იყვნენ. იმ უდრეკ პაპასაც უნდა ედგას ძეგლი, ახლახანს გარდაცვლილს, სამაჩაბლო რომ არ დატოვა” – კონსტანტინე გამსახურდია

175
BeFunky-collage (1)

კონსტანტინე გამსახურდია თბილისში ალექსანდრე გრიბოედოვის ძეგლის შეურაცხყოფის ფაქტს ეხმაურება.

მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“გრიბოედოვზე გამახსენდა: იგი იმდენად ცოტა ხანს იყო საქართველოში და ჭავჭავაძეების ოჯახშიც, რომ გაუგებარია, საერთოდ რატომ უნდა ედგას ძეგლი ასეთ გამოსაჩენ ადგილზე. თუ რომელიმე უფრო დამსახურებულ რუს მოღვაწეზეა მაინცადამაინც საუბარი – თუნდაც იმის გამო, რომ 1801-1918 წლებს გარდა დამპყრობლურ-ასიმილატორული ინკორპორაციისა (და არა კოლონიალიზმისა, რადგან კოლონიას როგორც წესი, არ იერთებენ) მეორე მხარეც ჰქონდა – მაშინ მთავარმმართებელმა მიხეილ ვორონცოვმა გაცილებით მეტი გააკეთა საქართველოსთვისაც და თბილისისთვისაც, ვიდრე ამ ერთადერთი “არაუშავს” ნაწარმოების ავტორმა.

ამას ილიაც დაადასტურებდა და აკაკიც, ცოცხლები რომ იყვნენ. რასაკვირველია, მანამდე მოსახლეობასაც უნდა შეეკითხონ აზრს და მათაც, ვინც ისტორიას იცნობს და რაღაც აზრს დაატანს სათქმელს. ან იმ კომუნიტებს გრაფი ლევ ტოლსტოისთვის მაინც დაედგათ ძეგლი, რომელიც იმ ადგილიდან არც თუ შორს ცხოვრობდა ტფილისში.

ამასთანავე ნურც ის დაგვავიწყდება, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი ტრასაზე გაიტანეს, ქალაქში არ არის ცალკე ილიას, დიმიტრი ყიფიანის, ზვიადის და რამოდენიმე მნიშვნელოვან მოღვაწეთა ძეგლები, არც ბიუსტები.

P.S. ახლახანს გავეცანი მართლაც ორიგინალურ აზრს – იმ უდრეკ პაპასაც უნდა ედგას ძეგლი, ახლახანს გარდაცვლილს, სამაჩაბლო რომ არ დატოვა”.- წერს კონსტანტინე გამსახურდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g