„ბარსელონამ“ უეფა დატროლა ჩემპიონთა ლიგის კვირის მოთამაშის გამოკითხვის გამო.
კატალონიელებმა დასცინეს ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს ლიგის პირველი ნახევარფინალების შემდეგ მოწყობილი გამოკითხვის გამო.
ნომინაციაში მოხვდნენ ლეო მესი და ლუის სუარესი „ბარსელონადან“, რომლებსაც კონკურენციას უწევენ „აიაქსის“ მცველი ფრენკი დე იონგი და ლონდონური მატჩის ერთადერთი გოლის ავტორი დონი ვან დე ბეეკი.
„თქვენ რა ამას სერიოზულად ამბობთ?“ – იკითხეს „ბარსას“ წარმომადგენლებმა და გამოკითვას ასე უპასუხეს.
„ლივერპულთან“ შეხვედრაში მესიმ დუბლი გაიფორმა, მეორე გოლი შორეული საჯარიმოდან ცხრიანში გაჭედა.
„ბარსამ“ 3:0 მოუგო „ლივერპულს“.
„აიაქსმა“ 1:0 წამოიღო ლონდონიდან „ტოტენჰემთან“.
განმეორებითი თამაშები 7 მაისს (ლივერპულში) და 8 მაისს (ამსტერდამში) არის დანიშნული.