ვინ არის მამაკაცი, რომლის უზადოდ შესრულებულმა „კახეთო“-მ სრულიად ინტერნეტ სივრცე სასიამოვნოდ გააოცა? – როგორც ირკვევა, მომღერალი მამაკაცი ედო არზუმანოვია, რომელიც წარსულში ერთ-ერთ კომპანიაში სტიუარდად მუშაობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ის ერთ-ერთი რესტორნის სამზარეულოში მუშაობს. სწორედ იქ გადაიღო თანამშრომელმა ედო არზუმანოვი სიმღერის დროს და ვიდეო კი ტიკ-ტოკ სივრცეში გაავრცელა.
დღეს მას ათასობით გამოხმაურება აქვს. კომენტარებში ახალბედა მომღერალს ცნობილი მომღერალი გელა დონაძეც გამოეხმაურა. „ეს კარგი კაცი მინდა გავიცნო, შემახვედრეთ თუ შეიძლება?“ – წერს მომღერალი.
ედო არზუმანოვის მიერ შესრულებულმა „კახეთო“-მ უამრავი ადამიანი სასიამოვნოდ გააოცა:
„ამას სამზარეულოში რა უნდა – გაიყვანეთ დარბაზში და ამღერეთ“, „სასწაული კაცია, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც შეუძლია“,
„ყველამ უნდა იცნობდეს ამ ადამიანს“, „ხალხნო, თქვენც ის გესმით, რაც მე? რა შესრულება, რა სუნთქვა!“,- უწერენ კომენტარებში ედო არზუმანოვს.
