LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამას უნდა მოუსმინოთ : როგორი ხმა აქვს 1000 ძალის „ეგზორცისტს“

40

ამას უნდა მოუსმინოთ : როგორი ხმა აქვს 1000 ძალის „ეგზორცისტს“. ამერიკულმა ატელიე Hennessey Performance-მა თავის YouTube არხზე გამოაქვეყნა უნიკალური ვიდეო, რომელზეც Chevrolet Camaro-ს მოდიფიკაციის ძრავის ხმაა ასახული. ავტომობილი, რომელსაც ზედმეტ სახელად „ეგზორცისტი“ უწოდეს – 850 ცხენის ძალის 6,2 ლიტრიანი ძრავითაა დაკომპლექტებული. 0-დან 96 კმ/სთ-ის გასავითარებლად დემონურ მოდიფიკაციას სულ რაღაც 3 წამი ყოფნის. სარბოლო დისტანციის, ანუ 402 მეტრის გადასალახად მოდელს 10 წამი სჭირდება. ატელიე Hennessey-ს შემოქმედების მაქსიმალური სიჩქარე 349,2 კმ/სთ-ს აღწევს. და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ ჩვეულებრივი Chevrolet Camaro ZL1-ის „ეგზორცისტად“ გადაქცევას 55 ათასი დოლარი სჭირდება და მისი საბაზრო ღირებულება კი მილიონ დოლარს აღწევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები