LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამასაც მოვერევით, ოღონდ დამეხმარეთ“ – ლუკას მდგომარეობა დამძიმდა

415
t76dop76

16 წლის მოზარდს ლუკა ფოფხაძეს, რომელიც ამბროლაურიდან გაფუჭებული რეანომობილით ქუთაისში ძლივს გადაიყვანეს და დღემდე კომაშია, ჯანმრთელობის ახალი პრობლემები აქვს. ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ და დახმარებას ითხოვენ.

„გთხოოვთ, გეხვეწებით ილოცეთ ლუკასთვის, ახალი პრობლემა წამოვიდა ძალა მეცლება გემუდარებით, აქამდე თქვენმა ლოცვებმა და უფალმა მოგვიყვანა მკურნალობა დაიწყეს, ამასაც რომ გავუძლოთ დამეხმარეთ, ილოცეთ უფალი შეგეწევათ მე მჯერა, მაგრამ ძალა მეცლება.დამეხმარეთ გეხვეწებით.

რეანომობილის აპარატურის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

რაჭიდან გაფუჭებული რეანომობილით ქუთაისში ძლივს გადაყვანილი 16 წლის მოზარდის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

დიაგნოზი ახალი პრობლემის მენინგიტი+სეფსისი სამი სიკვდილი დავამარცხეთ ლოცვით ამასაც მოვერევით ოღონდ დამეხმარეთ მარტო გამიჭირდება“ – დაწერა ბელა ჯმუხაძემ.

შეგახსენებთ, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი და მართვითი სუნთქვის აპარატზე შეერთებული 16 წლის მოზარდი, კატასტროფის ბრიგადამ ამბროლაურიდან თბილისში ვერ გადმოიყვანა. დაგვიანდა მისი ქუთაისში ტრანსპორტირებაც. გაირკვა, რომ რაჭის რეგიონს კატასტროფის ეკიპაჟი ცალკე არ ჰყავს, ლენტეხიდან გამოძახებული რეანომობილი კი, მწყობრიდან გამოსული აღმოჩნდა.

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პირველადი დასკვნის მიხედვით, ბრიგადას არც შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმი არ ჰყავდა.

ამბროლაურის შემთხვევის შემდეგ, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სფეროში არსებულ ხარვეზებს და ჩავარდნებს, თავად ჯანდაცვის სამინისტროც აღიარებს.

ამბროლაურში გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანიმობილი განთავსდა

ამბროლაურის კლინიკაში ანესთეზიოლოგის, ქირურგის და ყველა გადაუდებელი დახმარების უნარ-ჩვევების მქონე პერსონალის მობილიზება მოხდება

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g