ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობას ეხმიანება და წერს, რომ საზოგადოებამ გამორჩეულად ნიჭიერი, განათლებუი და წესიერი ბიჭი დაკარგა.
როგორც ნანა გეგეჭკორი წერს, მასსა და ნიკოლოზ კვარაცხელიას შორის კომუნიკაცია ცოტა ხნის წინ შედგა, რა დროსაც ნიკამ მას დახმარებას სთხოვა, რათა მისი აუდიტორიისთვის (Feedc Georgia) კორონავირუსზე ინფორმაცია მიეწოდებინა.
„ამასწინათ ნიკამ მომწერა ფეისბუკზე. არ ვიცნობდი მანამდე. ბევრი მსმენია მანამდე მის გამორჩეულ ნიჭიერებაზე და განსაკუთრებულ ადამიანურ თვისებებზე. თავის ახალ პლატფირმასთან მიერთება მთხოვა. მისი აუდიტორიისთვის უნდოდა მიმეწოდებინა ინფორმაცია კოვიდზე. ამ პლატფორმის არსებობის შესახებ მაშინ პირველად გავიგე. რამდენიმე წინადადებაში ისე სხარტად ამიხსნა იდეის არსი უცებ მივხვდი, გამორჩეულად ნიჭიერ ადამიანს ვესაუბრებოდი. ამასთან საოცრად ზრდილობიანი და თბილიც აღმოჩნდა. თვალშისაცემად სხარტი გონების, ძალიან განათლებული და წესიერი ბიჭი დავკარგეთ ყველამ“, – წერს ნანა გეგეჭკორი.