მაიკლ დუგლასი შვილებთან ერთად ნიუ-იორკში, ფილმის America’s Burning-ის პრემიერას დაესწრო. 79 წლის მსახიობი აშკარად ამაყობს თავისი ქალ-ვაჟით. 21 წლის ქერისი და 23 წლის დილანი ლეგენდარულ მამას მხარს დიდი სიხარულით უმშვენებდნენ.
ფოტოგრაფებმა ვარსკვლავურ ოჯახს საოცრად ემოციური და შთამბეჭდავი სამახსოვრო ფოტოები გადაუღეს.
ცნობისთვის, მაიკლ დუგლასსა და კეტრინ ზეტა-ჯონსს 24 წლიანი ქორწინება აკავშირებთ, მათი ოჯახი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მყარ კავშირად ითვლება.
ფოტო: კეტრინ ზეტა-ჯონსი 79 წლის მეუღლესთან ერთად სანტა-ბარბარას ქუჩებში პაემანზე


