წარმატებულმა ახალგაზრდა ქართველმა სტუდენტმა, კალენიკე ურიდიამ ფართო საზოგადოებას თავი გააცნო გასულ წელს, როდესაც 22 წლის ასაკში ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სრული დაფინანსება მოიპოვა და უნივერსიტეტის სტიპენდიატიც გახდა.
სამართლის მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ, კალენიკე ურიდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საკუთარ ემოციებზე წერს.
როგორც კალენიკე აღნიშნავს, ის განსაკუთრებით ამაყია, რომ პირველი ქართველია, რომელსაც მიენიჭა Barer Fellowship-ი და სცენაზე ქართული და ამერიკული დროშით შემკულს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.
„როდესაც გასულ წელს ამერიკაში, ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე, 22 წლის ასაკში ჩამოვედი სასწავლებლად, ძალიან ბევრი ფიქრი და მიზანი მქონდა. ვფიქრობდი საქართველოზე, ჩემს ოჯახსა და მომავალზე, იმ პროფესიულ მიზნებსა და ამბიციებზე, რაც ამერიკული მაგისტრის ხარისხით უფრო რეალური და ხელშესახები გახდებოდა. დრო ძალიან სწრაფად გაფრინდა და უკვე დღეს, პატარა საქართველოდან, დიდი მიზნებითა და ამბიციებით 23 წლის ასაკს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სამაგისტრო პროგრამისა და უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხით ვაგვირგვინებ.
ამაყი ვარ ჩემი განვლილი გზით, როგორც პროფესიული, ასევე ცხოვრებისეული ნაწილით. მადლიერი ვარ სტენ და ალტა ბერერებისა, რომელთა დამსახურებითაც არსებობს ჩემი სამაგისტრო პროგრამა, და შესარჩევი კომისიის, რომელმაც სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე, ჩემს მიზნებსა და ამბიციებს 100% ფინანსური მხარდაჭერით ფრთები შეასხა. განსაკუთრებით ამაყი ვარ იმით, რომ პირველი ქართველი ვარ, რომელსაც მიენიჭა Barer Fellowship-ი და სცენაზე ქართული და ამერიკული დროშით შემკულს მომენიჭა მაგისტრის ხარისხი.
აღსანიშნავია, რომ სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შევძელი ვსპეციალიზირებულიყავი Business and Corporate Law-ში და ჩემი სამაგისტრო ნაშრომიც: „Strengthening Investor Protection and Promoting Sustainable Economic Growth in Georgia by Improving Board Accountability through U.S. Corporate Governance Standards“ მიმეძღვნა ამ მიმართულებისთვის.
დასასრულს, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გულის სწორს ელენეს, მისმა მუდმივმა თანადგომამ და სიყვარულმა შეუძლებელიც კი შესაძლებელი გახადა, მადლობა დედას, ბებიას, ჩემს დასა და ორივე დეიდას, მათი თანადგომა ცხოვრებისეულ გზაზე ფასდაუდებელია.
წინ კიდევ დიდი თავგადასავალია, რისთვისაც, არ დაგიმალავთ და, მზად ვარ, თან ძალიან მზად!!! შევხვდებით მომავალში!!!“ – წერს კალენიკე ურიდია სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.
როდესაც გასულ წელს ამერიკაში, ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე, 22 წლის ასაკში ჩამოვედი სასწავლებლად, ძალიან ბევრი ფიქრი და მიზანი მქონდა. ვფიქრობდი საქართველოზე, ჩემს ოჯახსა და მომავალზე, იმ პროფესიულ მიზნებსა და ამბიციებზე, რაც ამერიკული მაგისტრის ხარისხით უფრო რეალური და ხელშესახები გახდებოდა. დრო ძალიან სწრაფად გაფრინდა და უკვე დღეს, პატარა საქართველოდან, დიდი მიზნებითა და ამბიციებით 23 წლის ასაკს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სამაგისტრო პროგრამისა და უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხით ვაგვირგვინებ. ამაყი ვარ ჩემი განვლილი გზით, როგორც პროფესიული ასევე ცხოვრებისეული ნაწილით. მადლიერი ვარ სტენ და ალტა ბერერებისა, რომელთა დამსახურებითაც არსებობს ჩემი სამაგისტრო პროგრამა, და შესარჩევი კომისიის, რომელმაც სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე, ჩემს მიზნებსა და ამბიციებს 100% ფინანსური მხარდაჭერით ფრთები შეასხა. განსაკუთრებით ამაყი ვარ იმით, რომ პირველი ქართველი ვარ, რომელსაც მიენიჭა Barer Fellowship-ი და სცენაზე ქართული და ამერიკული დროშით შემკულს მომენიჭა მაგისტრის ხარისხი. აღსანიშნავია, რომ სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შევძელი ვსპეციალიზირებულიყავი Business and Corporate Law-ში და ჩემი სამაგისტრო ნაშრომიც: „Strengthening Investor Protection and Promoting Sustainable Economic Growth in Georgia by Improving Board Accountability through U.S. Corporate Governance Standards” მიმეძღვნა ამ მიმართულებისთვის. დასასრულს, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გულის სწორს ელენეს, მისმა მუდმივმა თანადგომამ და სიყვარულმა შეუძლებელიც კი შესაძლებელი გახადა, მადლობა დედას, ბებიას, ჩემს დასა და ორივე დეიდას, მათი თანადგომა ცხოვრებისეულ გზაზე ფასდაუდებელია. წინ კიდევ დიდი თავგადასავალია, რისთვისაც, არ დაგიმალავთ და, მზად ვარ, თან ძალიან მზად!!! შევხვდებით მომავალში!!!
Posted by Kalenike Uridia on სამშაბათი, 10 ივნისი, 2025