LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამაზე სა­მარ­ცხვი­ნო და საზიზღარი გადაცემა ალბათ, არც არა­სო­დეს წამიყვანია… ვე­რა­სო­დეს ვა­პა­ტი­ებ ჩემს თავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შენ იმ დღეს­ვე მა­პა­ტიე“ – რას წერს ნანკა კალატოზიშვილი

1310
ნანკა კალატოზიშვილი, კესარია აბრამიძე

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი 18 სექტემბერს მოკლულ ტრანსგენდერ ქალს, კესარია აბრამიძეს ბოდიშს უხდის. მსახიობი სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს.

როგორც ნანკა კალატოზიშვილი წერს, რცხვე­ნია რომ იყო წამყვანი იმ გადაცემის, სადაც წლების წინ კე­სა­რია ჰყავ­და სტუმ­რად და მას არც თუ ისე სა­სი­ა­მოვ­ნო კი­თხვებს უს­ვამ­და.

სა­უ­ბა­რია გა­და­ცე­მაზე „სი­მარ­თლის დრო­“, რო­მე­ლიც ახ­ლაც გა­დის არხზე, ოღონდ სხვა სახელწოდებით.

გიორგი გასვიანი: „გვირგვინი დავადგი და ამაზე მეუბნებოდა, ქართულ მედიაში ასეთი გამბედავი რამ არავის გაუკეთებია ჩემთვის ეთერშიო“

წლების წინ, კესარია აბრამიძე ტრანსგენდერთა სილამაზის კონკურსზე, Miss Trans Star International 2018-ზე საქართველოს სახელით გამოვიდა.

„წლე­ბის წინ, კე­სა­რია იყო სტუმ­რად „სი­მარ­თლის დრო­ში“. ამა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო და საზიზღარი გა­და­ცე­მა ალ­ბათ, არც არა­სო­დეს წა­მიყ­ვა­ნია. იმ დღეს­ვე ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დე და იმ დღი­დან და­ვი­წყეთ მე­გობ­რო­ბა. დღე­საც სა­ხალ­ხოდ გიხ­დი ბო­დიშს, იმ გუ­ლი­სამ­რე­ვი გა­და­ცე­მის­თვის. და თუ რამე ვის­წავ­ლე იმ დღეს, არას­დროს უღა­ლა­ტო სა­კუ­თარ თავს, საკუთარ პრინციპებს.

იმ­დე­ნად ამაზ­რზე­ნი ვი­ყა­ვი, ყურ­ში ჩა­ძა­ხი­ლის გა­მე­ო­რე­ბით და რა­საც და რო­გორც გე­კი­თხე­ბო­დი, ამ­დე­ნი წლის მე­რეც ვერ ვი­ნე­ლებ ამ ყვე­ლა­ფერს. მიყ­ვარ­ხარ და ალ­ბათ ვერც ვე­რა­სო­დეს ვა­პა­ტი­ებ ჩემს თავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შენ იმ დღეს­ვე მა­პა­ტიე“ – წერს ნან­კა კალატოზიშვილი.

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანს 20 სექტემბერს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

ვიდეო: კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და კვლავ დუმილის უფლებას იყენებს – კადრები სასამართლო პროცესიდან

ის გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული, რომელიც ბექა ჯაიანს ედება ბრალად, 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო: „მინდა, მივუსამძიმრო კესარიას დედას და ბოდიში მოვუხადო, მე ორივეს ვტირი“ – რა უთხრა კესარია აბრამიძემ ბექა ჯაიანის დედას მკვლელობამდე

„მინდა, რომ ძალიან დიდხანს იცოცხლოს და გაიაზროს როგორი ადამიანი გამოაკლდა სამყაროს.. მისი დანახვაც კი არ მინდა, სახელსაც არ ვახსენებ, ვიცი, რომ მე არ მოვწონდი“.. – კესარია აბრამიძის და

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები