LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამაზე ვმუშაობთ 5 წელია” – პირველად საქართველოში, ბიოკვერცხი გაიყიდება

188
d-better-qt-EggDebate-180925

ქართულ ბაზარზე მალე, შესაძლოა, ბიოკვერცხი გამოჩნდეს. პროექტზე მეფრინველეობის კომპანია „კოდა“ მუშაობს. როგორც კომპანიის დირექტორმა ზურაბ ჭუჭულაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აღნიშნა, მას შემდეგ რაც ეპიდ. ვითარება დასტაბილურდება, „კოდა“ ბიოკვერცხს გამოუშვებს.

„პროექტი და პროდუქცია საკმაოდ ძვირადღირებული იქნება. ამაზე ვმუშაობთ 5 წელია, პანდემიამაც შეგვაფერხა. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ამ პროდუქციას მომხმარებელი ეყოლება, მასიურ წარმოებაზე საუბარი არ არის,“ – აცხადებს ჭუჭულაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“.

მისივე ინფორმაციით, პროექტში დაახლოებით 0.5 მლნ დოლარის ინვესტირება იგეგმება. ამ დროისთვის, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მანქანა-დანადგარებისა და საკვები კომპონენტების შესყიდვასთან დაკავშირებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g