LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Amazon-ის აქციები 1.1 მილიარდ დოლარად გაიყიდა

112

Amazon-ის დამაარსებელმა ჯეფ ბეზოსმა კომპანიის აქციები 1,097,803,365 დოლარად გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბეზოსმა კომპანიის შექმნის შემდეგ უკვე მესამედ გაყიდა აქციები, თუმცა ბოლო გარიგება ყველაზე მაღალშემოსავლიანი აღმოჩნდა. ამასთან, ბეზოს Amazon-ში 16%-იანი წილი (80 მილიონ აქციამდე) ისევ დარჩა.

შეგახსენებთ, Forbes-ის რეიტინგით, ჯეფ ბეზოსმა Microsoft-ის შემქმნელ ბილ გეიტს კვლავ გაუსწრო  და მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი გახდა. მისი  ქონება 93,8 მილიარდი დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g