კომპანია Amazon-მა მუსიკალური სტრიმინგ სერვისი შექმნა, რომელიც ანალოგიური პროექტების, Apple-სა და Spotify-ს კონკურენტი იქნება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
სერვისს Amazon Music Unlimited დაერქმევა და ის სიმღერების ვრცელ კატალოგს წარმოადგენს.
გამოწერის საფასური სმარტ-დინამიკის, Amazon Echo-ს მფლობელებისთვის თვეში 3,99 დოლარი იქნება, 7,99 დოლარი სერვის Amazon’s Prime-ის გამომწერებს, დანარჩენებისთვის კი – 9,99 დოლარი.
ამ დროისთვის უცნობია, როდის გახდება სერვისი ხელმისაწვდომი.