LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში არმია ჩაერთვება

413
26-Amazon-Rex

ამაზონის ტყეში ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით 44 ათასი სამხედროა მობილიზებული. განცხადება ბრაზილიის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა გააკეთა.

თუ როდის დაიწყება ოპერაცია და კონკრეტულად რომელ რეგიონებში გაგზავნიან სამხედროებს, უცნობია

ბრაზილიის პრეზიდენტის განკარგულებით, სამხედროებს უფლება აქვთ, ჩაერთონ ამაზონის ტყეში ხანძრების ჩაქრობაში. ეს ბრძანება ბრაზილიის პრეზიდენტმა მას შემდეგ გასცა, რაც მსოფლიო თანამეგობრობამ ბრაზილიის ხელისუფლებას მსოფლიოში უდიდესი ტროპიკული ტყის დასაცავად უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

მანამდე  ქვეყნის პრეზიდენტმა  ამბობდა, რომ ამაზონის ტყეში გაჩენილ მასშტაბურ ხანძართან ბრძოლისთვის ქვეყანას რესურსები არ აქვს. მისივე თქმით, ტყის ხანძრები მთელს მსოფლიოში არსებობს და ამის გამო რომელიმე ქვეყანა საერთაშორისო სანქციების სამიზნე არ უნდა გახდეს.

ამაზონის ტყეში ხანძრის გამო ცენტრალურ ხელისუფლებას დახმარება რვა შტატის ხელისუფლებამ მოითხოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g