1 იანვარს საახალწლო წვეულება გეპატიჟებათ რესტორანი ,,ამბასადორი თბილისი“.
როგორც „ფორტუნა პლუსთან“ საურისას რესტორნის მენეჯერმა განაცხადა, ბედობის ღამეს, 1 იანვარს, სტუმრებს განსაკუთრებული და თბილი გარემო დახვდებათ.
რაც შეეხება საახალწლო პროგრამას,მენეჯერის თქმით, რესტორანში მისულ სტუმრებს განწყობას გაულამაზებს დუეტი ,,კერეონი“ ყველასათვის ცნობილი ჰიტებით, სხვადასხვა გათამაშება და საუკეთესო პრიზები ბრენდებისგან Chronograph, Lutecia, Gd Alco, Aromateque, Henessy და Ambassadori.
საღამოს დასასრულს იგეგმება ,,ამბასადორის“ ტორტის საზეიმო გაჭრა. გეტყვით იმასაც, რომ ყველა სტუმარს დახვდება რესტორნისგან საჩუქრად შამპანური და ქართული ნუგბარი.
საახალწლო ღონისძიება: 21:00 საათზე დაიწყება და რაც მთავარია, დასწრება თავისუფალია
თუ გსურთ მთელი წელი წარმატებული და ხალისიანი გქონდეთ, შეხვდით ბედობას რესტორანში ,,ამბასადორი თბილისი“ !