LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამბიციური სურვილი გვაქვს, გვინდა, რომ ნაგავში ჩაყრილი პლასტმასი აღარ გვქონდეს თბილისში“ – სოციალური საწარმო, რომლის მიზანია გარემო დაიცვას / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

13
890

„მწვანე საჩუქარი“ პირველი გარემოსდაცვითი სოციალური საწარმოა საქართველოში, რომელიც 2017 წლიდან მოყოლებული, 200-ზე მეტ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით აგროვებს ქაღალდის ნარჩენს.

გადამუშავებული ქაღალდისგან „მწვანე საჩუქარი“ ქმნის მეორეულ, ეკო-მეგობრულ პროდუქტებს, როგორიცაა სხვადასხვა ზომის ქაღალდის ჩანთები, შესაფუთი ქაღალდი, ბლოკნოტები, კონვერტები, მისალოცი ბარათები, კალენდრები და ქაღალდისგან დამზადებული სხვა შესაფუთი თუ საკანცელარიო ნაწარმი.

სოციალური საწარმოს მიზანია მაქსიმალურად დაიცვას გარემო მავნე ნარჩენებისგან.

თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთა დაჩი ჯანელიძე – „მწვანე საჩუქრის“ თანადამფუძნებელი საუბრობს.

– ძალიან კარგი და საინტერესო მიზანი და მისია გაქვთ. მხოლოდ ქაღალდის ნარჩენზე მუშაობთ?

– ამ ეტაპზე მხოლოდ ქაღალდის ნარჩენზე ვმუშაობთ, ჩვენი მისიაც ესაა, გვინდა, რომ გარემოზე ზრუნვა ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. ვცდილობთ, მაქსიმალურად ბევრ ადამიანს ჰქონდეს იმის საშუალება, რომ გარემოზე იზრუნოს.

– საკმაოდ რთული პროცესია საქართველოში ბიზნესის დაწყება, მით უფრო სოციალური საწარმოსთვის. ბიზნესმენი ბევრ პრობლემას შეიძლება, წააწყდეს. როგორ მუშაობს თქვენი ბიზნესმოდელი? როგორ აგროვებთ მაკულატურას. რამდენად კონკურენტულუნარიანია და ბიზნესის თვალსაზრისით რამდენად მდგრადია თქვენი კომპანია?

– „მწვანე საჩუქარი“ თავიდან როგორც საქველმოქმედო ინიციატივა, ისე დაიწყო. მეგობრებს მხოლოდ იმის სურვილი გვქონდა, რომ  ნარჩენი ნაგავში არ წასულიყო. შემდეგ ჩვენმა საქმიანობამ სოციალური საწარმოს ფორმა მიიღო.

„მწვანე საჩუქარი“ კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით იმიტომაა განსხვავებული, რომ უნიკალური ბიზნესმოდელი შეიმუშავა.

ჩვენ  ვაგროვებთ ქაღალდის ნარჩენს,  პარტნიორთან ერთად ვამუშავებთ და შემდეგ გადამუშავებული ქაღალდისგან ვქმნით ეკომეგობრულ ქაღალდს. ვცდილობთ, დამატებით აქტივობებში მივიღოთ მონაწილეობა და შესაბამისად ყველა იმ მეგობარ ორგანიზაციას, რომლებიც ჩვენთან ერთად აგროვებენ ქაღალდს, აქვს იმის განცდა, რომ მათი შეგროვილი ქაღალდისგან არამხოლოდ მუშავდება ქაღალდი, არამედ დამატებით სასარგებლო აქტივობებს ხმარდება.

ჩემი აზრით, თავიდანვე ძალიან სწორი მიდგომა დავიჭირეთ, რომელიც დღემდე მოგვყება და ვცდილობთ არ დავარღვიოთ.

– აღნიშნეთ, რომ დაიწყეთ, როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციამ, როგორ გაგრძელდა პროცესი?

– დაფუძნდა,  როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია UDAID-ის დახმარებით. მათ პირველად ირწმუნეს ჩვენი. შემდეგ იყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერა, რომლითაც ჩვენ შევძელით უბრალოდ დაგვეწყო შეგროვების პროცესი. ყუთები დაგვედგა და ქაღალდი შეგვეგროვებინა.

მოგვიანებით  გარკვეული დანადგარები შევიძინეთ. გვქონდა იმის უნარი, რომ საბოლოო ბაზა შეგვექმნა და მომხმარებლამდე მიგვეტანა.

– რამდენი დასაქმებული გყავთ?

-საშუალოდ 7-8 ადამიანი მუშაობს ჩვენთან. თუმცა, რა თქმა უნდა, იყო დაღმასვლებიც და აღმასვლებიც.  პანდემიამ ცოტა შეგვიშალა ხელი. თუმცა ვვითარდებით და ძალიან გვინდა, რომ გავიზარდოთ.

– მხოლოდ თბილისში ოპერირტებთ, თუ საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაქვთ საშუალება, რომ შეაგროვოთ მეორადი ქაღალდი?

– დეკემბრიდან მოვახერხეთ და სისტემატური რეისები დაიგეგმა. დეკემბრის თვეში პირველად ბათუმის, ფოთისა და ქუთაისის რეისი განხორციელდება.

აქამდეც გვქონდა მსგავსი გასვლები, მაგრამ არაპერნამენტული და წლის ბოლოს მოვახერხებთ, რომ თბილისის ფარგლებს გავცდეთ.

მერე უკვე პროცესი გვიჩვენებს, რა ინტენსივობით განხორციელდება მსგავსი გასვლები.

– ეკოლოგიური კომპანია ხართ, რომელიც ეკომეგობრულ პროდუქციაზე მუშაობს. თქვენი ძირითადი მიმართულება ქაღალდია, თუ აპირებთ რომ პლასტმასის გადამუშავებაც სცადოთ?

– გვინდა, რომ პლასტმასის შეგროვებაც დავიწყოთ. ამბიციური სურვილი გვაქვს, გვინდა, რომ ნაგავში ჩაყრილი პლასტმასი აღარ გვქონდეს თბილისში და  მერე კი მთლიანად საქართველოში.

ახლა ვიწყებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ვნახოთ, რა გამოგვივა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g