LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამბობენ კარგი იურისტიაო, მაპატიოს, მაგრამ ელემენტარული არ ესმის, ეს არის ნონსენსი – ახვლედიანი კობახიძეზე

176
BeFunky-collage (10)

ამბობენ და ალბათ, ასეც არის – ირაკლი კობახიძე კარგი იურისტიაო. მაპატიოს, მაგრამ როგორც პოლიტოლოგი ვეტყვი, რომ ელემენტარული არ ესმის,- ასე გამოეხმაურა “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელი არმაზ ახვლედიანი ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

ე.წ. ხელოვნური კრიზისი უკვე დაძლეულია – ვინ შევა პარლამენტში ან ვინ არა, არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს: ირაკლი კობახიძე

ამასთან, ახვლედიანმა “ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდა შემოვიდნენ პარლამენტში.

“თუ დემოკრატიაზეა საუბარი, ხვალ, რომ ოპოზიცია არ შემოვა ეს უკეთესი იქნებაო – ეს არის ნონსენსი უბრალოდ. წერტილი შემიძლია აქ დავსვა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გზები ახლაც და ბევრჯერ მკვეთრად გაყოფილა, მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“ არც ერთ შემთხვევაში არ აყვნენ ემოციურ, არაგონივრულ განწყობებს და აუცილებლად, შემოვიდნენ პარლამენტში.

"ეს არ არის უბრალოდ მიშელის დოკუმენტით პოლიტიკური კეკლუცი" - რას შეცვლის ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტში

"ხომ არ გეჩვენებათ, რომ ახლა რამე პათეტიკის ნიუანსი გამეპარა საუბარში? ჩემთვის აქ არ არის არანაირი პათეტიკა, მე ამ ცხოვრებით ვცხოვრობ"

დღეს საერთო პოლიტიკური პროცესისთვის, ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტში რაც შეიძლება დიდი დოზით იყოს წარმოდგენილი ოპოზიცია.

ნიკა მელია განსაკუთრებული კეთილგონივრული მიდგომებით გამოირჩევა ახლა ამ ბოლო ხანებში, რაც დატოვა საპყრობილე. ვფიქრობ, მისი ხაზი და მისი კოლეგების დამოკიდებულება გაიმარჯვებს და ნაციონალური მოძრაობა შემოურთდება საპარლამენტო ცხოვრებას. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის გაჯანსაღებისთვის”- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა “ფორტუნას” ეთერში.

დაგველოდოს ბატონი ირაკლი! შეიძლება გაუმართლოს და მისი განცხადება დაკმაყოფილდეს – მელია პარლამენტში შესვლაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g