როდის არის გლანდების ოპერაცია აუცილებელი და როგორ გავუფრთხილდეთ?
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი გადაცემაში Beauty Talks გვიხსნის, რომ გლანდები ჩვენს იმუნიტეტს იცავს. ყელის უბრალო ჩაწითლება კი არ ნიშნავს, რომ ეს ორგანო უნდა მოვიცილოთ.
„საბჭოთა დროიდან მიჩნეული იყო, რომ ეს (გლანდები) პათოლოგიური და ცუდი ორგანოა და თუ ჩემს შვილს ყელი უწითლდება და ყელის ჩაწითლება რამდენიმეჯერ ხდება წელიწადში, ამბობენ მოდი მოვაშოროთ გლანდები და დავისვენოთ ამ ყელისგან… გლანდები არის იმუნური სისტემის ორგანო, იქ ყალიბდება იმუნური სისტემის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოები, ამიტომ თუ არ არსებობს ზუსტი ინდიკაცია, ანუ ჩვენება და ნამდვილი ჩირქოვანი ანგინა არ აქვს ბავშვს 5 და მეტი წელიწადში, რის გამოც ანტიბიოტიკი სჭირდება, ყელის ჩაწითლება არ უნდა იყოს ამ მნიშვნელოვანი იმუნური ორგანოს მოცილების“, – ამბობს ექიმი.
🛡️ ბიძინა კულუმბეგოვი გვიხსნის, რომ გლანდები ჩვენს იმუნიტეტს იცავს. ყელის უბრალო ჩაწითლება არ ნიშნავს, რომ ეს ორგანო უნდა მოვიცილოთ. გაიგეთ, როდის არის ოპერაცია აუცილებელი და როგორ გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას სრულ ეპიზოდში 👉 https://youtu.be/vBIq0NQavMM?si=ZroakJHH6VzABHDn
Posted by Beauty Talks – Natali Group on სამშაბათი, 24 თებერვალი, 2026
