საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის ვალერი გელბახიანის განცხადებით, თავად ექსპრეზიდენტის სურვილია დღევანდელ სასამართლოს პროცესს დაესწროს, ვინაიდან მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, საზოგადოება ნათლად დაინახავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, რითაც გარკვეულ სპეკულაციებს, როგორც გელბახიანმა „ფორტუნას“ უთხრა, წერტილი დაესმება.
„გამოდიან და ამბობენ, რომ რაღაც სიმულაციას აქვს ადგილი – გამოვიდეს, ნახოს ხალხმა და მერე ამას კომენტარები აღარ დასჭირდება“ – ადვოკატის ცნობით, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესს დაესწროს
„გადაყვანის დროს ბადრაგები დაინახავენ მდგომარეობას და შესაბამისად, ალბათ ამის მიხედვით გადაწყდება. მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია და ამიტომაც, მდგომარეობის მიხედვით მოხდება მისი გადაყვანა.
ძალიან მაშინებს, რა მდგომარეობაში იქნება მამაჩემი ამ ყველაფრის ბოლოს: ედუარდ სააკაშვილი
"მე თუ ახლა მენტალურ პროექციას გავაკეთებ და დღევანდელი სიტუაციის ექსტრაპოლაციას, მაშინ საკმაოდ ცუდ სურათს ვხედავ"
უშუალოდ ამ ნაწილში [საზღვრის უკანონო კვეთა] მე მას არ ვიცავ, თუმცა, მაქვს კომუნიკაცია ყველა მის ახლო მყოფ ადამიანთან, რომელიც მას პროცესისთვის ამზადებს. ბოლო საუბრიდან გამომდინარე, რამდენადაც მე მითხრეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვით, რა გადაწყდება.
საერთოდ, ჩემი აზრით, პროცესს უნდა დაესწროს და საზოგადოებამ ის უნდა ნახოს, ნახოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. გამოდიან სახელმწიფო მოხელეები და ამბობენ, რომ რაღაც სიმულაციას აქვს ადგილი.
გამოვიდეს, ნახოს ხალხმა და მერე ამას კომენტარები აღარ დასჭირდება. რამდენადაც ვიცი, თავად მიხეილ სააკაშვილის სურვილიც აქედან გამომდინარეობს.“– განუცხადა ფორტუნას ვალერი გელბახიანმა.
ცნობისთვის, დღეს საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი გაიმართება. ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს სასამართლო პროცესს თავადაც დაესწროს.